2024-12-23 07:19
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე, პირველივე დღეს, ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით.
„პირველივე დღიდან ვაპირებთ, შევაჩეროთ ეს ტრანსგენდერული სიგიჟე. მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს ბავშვთა სქესობრივ დასახიჩრებაზე, ტრანსგენდერს მოვაშორებ შეიარაღებული ძალებიდან, დაწყებითი, საშუალო და დამამთავრებელი კლასებიდან“, – განაცხადა ტრამპმა.